ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი, აცხადებს, რომ ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებს, ხოლო რუსული სააგენტოს ”სპუტნიკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსული პროპაგანდის “ფეიკ ნიუსს” უწოდებს.
“იქამდე, სანამ რუსული პროპაგანდის “ფეიკ ნიუსი” კიდევ უფრო გავრცელდება: რა თქმა უნდა, OMV რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის გადახდას ევროში გააგრძელებს. ავსტრია ევროკავშირის ერთობლივ შეთანხმებას ზედმიწევნით ემორჩილება”. – წერს ნეჰამერი Twitter-ზე.
ცოტა ხნის წინ, ”სპუტნიკმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსული გაზის რუბლში შესყიდვას დათანხმდა.
Bevor hier Fake News der russischen Propaganda weiter verbreitet werden. Die OMV bezahlt Gaslieferungen aus Russland selbstverständlich weiterhin in Euro. Österreich hält sich auf Punkt und Beistrich an die gemeinsam beschlossenen EU-Sanktionen.
— Karl Nehammer (@karlnehammer) April 27, 2022