ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ. ინფორმაციას twitter-ზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ავრცელებს.აეროპორტში მათ საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდა.
„მოხარული ვარ, მივესალმო ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც თბილისში სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის მანდატით ჩამოვიდნენ“- წერს ჰარცელი.