“ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირება არ უნდა იყოს, ფანჯრები ღია უნდა იყოს “- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე. როგორც კალაძე აცხადებს, მგზავრობის დროს პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ამასთან, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიცირება არ იქნება.
“ასევე, უნდა გაფრთხილდეს ჩვენი ავტობუსის მძღოლები, რომ არავითარ შემთვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია და მაქსიმალურად ნიავდებოდეს. მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ისედაც ჰაერი ნიავდება”, – აცხდებს კახა კალაძე.