დღეიდან ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, თუმცა გარკვეული წესებით და შეზღუდვებით. თბილისის მერმა საღამოს ფეისბუქ ჩართვა დიდი დიღმის მეორე ავტობაზიდან გააკეთა, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ხვალიდან. საზოგაოებრივი ტრანსპორტი პრობლემების გარეშე მოემსახუროს მოსახლეობას.
კალაძე ამბობს, რომ მზადება ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს:
დეზინფექცია ჩატარდება ყოველდღე, სანამ ავტობუსები გავლენ სამუშაოდ, ასევე როდესაც მუშაობას დაამთავრებენ.
კალაძე თხოვს მოსახლეობას, აუცილებლად იქონიონ პირბადე ავტობუსში, მეტროში, მიკროავტობუსში ასვლისას. სხვა შემთხვევაში ავტობუსი ვერ დაიძვრება. “ნუ ჩავაყენებთ უხერხულობაში სხვა მგზავრებსაც. ყველას გთხოვთ, რომ აუცილებელია პირბადე,იმისთვის რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე, ერთმანეთის ჯანმრთელობა.“– ამბობს კალაძე.
ყველა ავტობუსზე იქნება გამაფრთხილებელი სტიკერები, რომ პირბადის გარეშე მგზავრობა აკრძალულია. ასევე აკრძალულია ტრანსპორტი კონდიციონერის ჩართვა. კალაძე ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ეს სპეციალისტების რეკომენდაციაა.