თბილისში ავტობუსში 65 წლის კაცმა მეორე მგზავრს 2-ჯერ ესროლა და დაჭრა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდა კაცმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს.
მგზავრების თქმით, შელაპარაკება 15-20 წუთი გაგრძელდა.