თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
ავტოკატასტროფის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.