მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა კვირის ბოლომდე, 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. მანამდე კი, 31 მარტიდან საქართველოში სრულად აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.