“ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი ერთ რამეზე, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, ადამიანების უფლებები, დაიცვას ადამიანთა თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა რომ ხმა ამოიღოს მაშინ როცა რომელიმე მის წევრ სახელმწიფოში ხდება ის რაც ხდება საქართველოში. ძალადობა, ხალის თავისუფლების შეზღუდვა ამის გაპროტესტება, ამის დაგმობა, არის პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციისთვის.
ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც უფლება და არც მოვალეობა არ არის რომ რაღაც კომისია დანიშნონ, ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მითუმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რა არის რუსული კანონი. ვის რაღაში აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არ შეცვლა.
ესაა ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების მანძილზე. ხან მიმაქვს უკან და ხან მომაქვს და მერე ისევ უკან მიმაქვს, რაღაცას ფორმალურად შევცვლი და ამით ჰგონიათ, რომ ვიღაცას მოხიბლავენ, შეიძლება ვიღაცა მართლა მოხიბლონ, მაგრამ ვერ მოხიბლავენ ამით ვერც ქართველ ხალხს და ვერც ჩვენ პარტნიორებს, რომელთაც კარგად ესმით საქართველოში არსებული სიტუაცია.”