აზარტული თამაშების აკრძალვა, წამლების ფასის შემცირება – თავდამსხმელის მოთხოვნები

თავდამსხმელმა მძევლის, ემბისი კაპიტალის თანამშრომლის Facebook-ზე ლაივი ჩართო და თავისი მოთხოვნები წამოაყენა. ის პოლიტიკოსებისგან ითხოვს, პარლამენტში შეიკრიბონ და 3 მოთხოვნა შეასრულონ. ესენია: აზარტული თამაშების აკრძალვა, ბანკებმა სესხები წლიურ 7%–ში გადაიტანონ და დაიწიოს მედიკამენტების ფასმა.

შსს–ს განცხადებით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.

ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის ეკიპაჟები.