‘აზა ჩილაჩავას პატიმრობა არის რეჟიმის ხრწნის გამოვლინება ” – კოალიცია ცვლილებისთვის 71 წლის აზა ჩილაჩავას პატიმრობას ეხმაურება.
“უკანონო პატიმრობაში მყოფ 71 წლის გაგრელ დევნილ ქალს, აზა ჩილაჩავას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. გაგრელი აზა ჩილაჩავა, რომელმაც ოკუპირებულ გაგრაში გმირობის ნამდვილი მაგალითი აჩვენა და ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები მშობლიურ მიწას მიაბარა, დღეს უკანონო პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს გზის გადაკტევისა და პირბადის ტარების გამო. ხოლო რეჟიმის პროკურატურის მიერ დადასტურებულად კორუმპირებული ღარიბაშვილი კი თავისუფლებაზეა.
გაგრელი აზა ჩილაჩავას უკანონო პატიმრობა არის ქართველობის, ტრადიციების, იდენტობისა და ჩვენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეჟიმის ხრწნის გამოვლინება. აზა ჩილაჩავა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს”. – ნათქვამია განცხადებაში.
                
		









