“აზერბაიჯანი ისეთივე მეტრია, როგორც რუსეთი”- ეს განცხადება ვაკის ტაძრის დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით აზერბაიჯანი საქართველოს ისეთივე მეტრია, როგორც ოკუპანტი რუსეთი, რადგან მიწებს ისიც გვართმევს
ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდათ, აზერბაიჯანთან ურთიერთობები გავიფუჭოთ და მზად ვართ, ტერიტორიები დავთმოთ. დავით გარეჯში 6 000 გარეჯელი ბერი მოღვაწეობდა, რომლებიც ეწამნენ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ან ტელევიზია, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, არ გვინდა ურთიერთობის დაძაბვაო – ჩემთვის პირადად, თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით: თუ რუსეთია მტერი, ასევე, ნებისმიერი ქვეყანა მტერია ჩემთვის, ვინც მიწას გვართმევს” – ამბობს შალვა კეკელია დავით გარეჯის საქმეზე სუბრისას.