აზერბაიჯანში 28 აგვისტოს მხოლოდ 1 დღეში 101 101 ადამიანი აიცრა. აქედან 60 650-მა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, ხოლო 40 451-მა – მეორე დოზა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ამ დროისთვის ქვეყანაში 6 594 858 აცრა ჩატარდა, მათ შორის ერთი დოზით აცრილია 3 990 054 ადამიანი, ხოლო ორი დოზით – 2 604 804 პირი.
აზერბაიჯანში ვაქცინაცია მიმდინარეობს „სინოვაკით“, „ფაიზერით“, „ასტრაზენეკითა“ და რუსული ვაქცინა Sputnik-ით.
ცნობისთვის, საქართველოში, 29 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 145 925 აცრა. აქედან, 1 დოზით ვაქცინირებულია 771 055 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 374 870 ადამიანი. 28 აგვისტოს აიცრა 20 678 ადამიანი