აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს

აზერბაიჯანში სოლიდარობის ნიშნად საქართველოს დროშის ფერებში ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა გაანათეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ტვიტერზე ავრცელებს და აზერბაიჯანს მადლობას უხდის.

,,მადლობა აზერბაიჯანს ჰეიდარ ალიევის მოედნის საქართველოს დროშის ფერებში განათებისა და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილისთვის”, — წერს დავით ზალკალიანი.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ეხმაურება.

,,დღეს ღამით, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. მადლობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის. ეს არის სოლიდარობის შესანიშნავი გამოხატულება აზერბაიჯანელი ხალხისგან. ერთად უფრო ძლიერები ვართ”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.