მე არ ვიცი, რომ უკრაინის სიყვარულში ან უკრაინაში გაკეთებულ საქმეში საერთოდ ვინმე შემეჯიბროს. არ მაინტერესებს მისი განცხადებები, არ მგონია, რომ იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა დგანან და იდგნენ, აინტერესებდეთ მისი განცხადებები. ასეთი განცხადებები აზიანებს ძალიან სერიოზულ საპროტესტო განწყობას, როდესაც პროპაგანდას ვაძლევთ საკვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უნდა გაითავისოს ყველამ. პროპაგანდას რაც აძლევს საკვებს, ყველაფერი მუშაობს ქართული ოცნების სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაცრი განცხადებები – ლაკონიური და მოკლე, თუ რასთან გვაქვს საქმე.
ამბობს ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებზე.