აზოვის პოლკი აზოვსტალში მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნას არ ადასტურებს

აზოვის ბატალიონის დაზვერვის განყოფილების ოფიფერი, ილია სამოილენკო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 100 მშვიდობიანი მოქალაქის ყოფნის შესახებ. ამის შესახებ მან Sky News-ის ეთერში ისაუბრა.

“აზოვსტალში 100 მშვიდობიანი მოქალაქის ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ არის დადასტურებული. ახლა, როგორც მე ვიცი, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუირებულია”, – თქვა სამოილენკომ.

მისივე ცნობით, ქარხანაში არის ბევრი დაჭრილი და დაღუპული უკრაინელი სამხედრო.

“დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა ძალიან დიდია. და ეს ხალხი იმსახურებს სათანადო ზრუნვას.. არავინ ელოდა, რომ რუსებს წინააღმდეგობას ამდენ ხანს გავუწევდით, მაგრამ მაინც ვიბრძვით”, – განაცხადა სამოილენკომ.