აზოვის პოლკმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუსმა დამპყრობლებმა განახორციელეს 50-მდე საჰაერო დარტყმა მარიუპოლზე და ჩამოყარეს დიდი რაოდენობით ფოსფორის ბომბები. აზოვი მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები ქალაქის განბლოკვისთვის ან მოსახლეობისა და მებრძოლების ევაკუაციისთვის.
“ამ ღამეს იყო არამხოლოდ უზარმაზარი რაოდენობის ფოსფორის ბომბები, 50 სარაკეტო დარტყმა, არტილერია და ყველაფერი, რაც ბარბაროსს შეუძლიათ, გამოიყენონ კაცობრიობის წინააღმდეგ“,– თქვა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა.
მისი ცნობით, სამხედროებმა გამოთვალეს, რომ ომის 64 დღის განმავლობაში მხოლოდ მარიუპოლში ოკუპანტებმა 1 მილიარდ 111 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.
“დამპყრობლებს შეეძლოთ დაეხარჯათ ეს თანხა სკოლების ან საავადმყოფოების მშენებლობაზე, პენსიონერებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად, მაგრამ მათ არჩიეს მისი დახარჯვა მარიუპოლის განადგურებაზე.
ჩვენ გვესმის: მოითმინეთ. მხოლოდ ერთი კითხვაა – კიდევ რამდენი? მოვუწოდებ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადამწყვეტი ქმედებების განხორციელებისკენ, რათა განვბლოკოთ ქალაქ, ან მოხდეს ყველას ევაკუცია, ვისაც საკუთარი სამშობლოს იმედი აქვს. დღეს მე ვიტყვი, რომ მარიუპოლი კი არ არის უკრაინა, არამედ უკრაინა არის მარიუპოლი”,– განაცხადა მან.