“აზოვის” ბატალიონის კიევის დაჯგუფების მეთაური მაქსიმ ჟორინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის სამხრეთში ბრძოლებისას ტყვედ აიყვანეს სამხედროები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან. განადგურებული ტექნიკისა და აღჭურვილობის ფოტოებს ჟორინი “ტელეგრამზე” აქვეყნებს. ფოტოზე ჩანს მებრძოლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
“ესენი არიან იგივე ნაძირლები, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ამაზე არასდროს ილაპარაკებს” – წერს ჟორინი.
მისივე ინფორმაციით, ტყვეები ამბობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჯარისკაცები საერთოდ არ დარჩნენ, რადგან რუსეთმა ყველანი უკრაინაში საბრძოლველად გაუშვა.
ჟორინი ასევე წერს, რომ “კარგი იქნება, ქართველებმა ტერიტორიების დაბრუნება დაიწყონ”.