„აზოვის“ სპეცდანიშნულების რაზმის ინფორმაციით, უკრაინელებმა ოკუპანტების საწყობები გაანადგურეს სადაც საბრძოლო მასალა ინახებოდა

„აზოვის“ სპეცდანიშნულების რაზმი „ტელეგრამზე“ ავრცლებს ინფორმაციას რომ უკრაინელებმა ოკუპანტების რამდენიმე საწყობი გაანადგურეს სადაც საბრძოლო მასალა ინახებოდა. განადგურებულია ერთი ტანკი, 2 ჯავშანტრანსპორტი და სატვირთო ავტომობილები.

„დღეს დილით, სპეცოპერაციისას, „აზოვის“ პოლკის ჯარისკაცებმა დაარბიეს მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტი, რომლის დროსაც განადგურდა საბრძოლო მასალის საწყობები და მტრის ოფიცრები“, – ნათქვამია ანგარიშში.