უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, მიკოლა ურშალოვიჩმა განაცხადა, რომ ”აზოვის” პოლკი, რომელიც საპორტო ქალაქს, მარიუპოლს იცავდა, ფრონტზე დაბრუნდა. მისი თქმით, მებრძოლებს “საიმედოდ უკავიათ დაკავებული მონაკვეთი და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მძიმე დანაკარგებს აყენებენ”.
“ლეგენდარული სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აზოვი აღდგენილია და დაიწყო საბრძოლო მოქმედებების შესრულება სერებრიანსკის ტყის რაიონში”. – განაცხადა მიკოლა ურშალოვიჩმა.