აზოვსტალიდან გაყვანილი მებრძოლების სიას ICRC არ გამოაქვეყნებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) განცხადებით, აზოვსტალიდან გაყვანილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობისა და მათი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გახება. ამის შესახებ კომიტეტის პრესსპიკერმა, მირელა ჰოდეიბმა უკრაინულ მედიას უთხრა.

კითხვაზე, რამდენი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის დაჭრილია რეგისტრირებული ICRC-ში და გამოქვეყნდება თუ არა მათი სიები, სპიკერი პასუხობს:

“ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენი პრიორიტეტია სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების შემოწმება, მათი გაუჩინარების პრევენცია და მათ ოჯახებთან კონტაქტის შენარჩუნება. მაგრამ ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სიებს, იმ ადამიანების სახელებს, რომლებსაც ჩვენ ვესტუმრეთ, ან ვისაც ვეწვევით მომავალში, ”- თქვა ICRC-ის წარმომადგენელმა.

მანვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ სამხედრო ტყვეების რეგისტრაცია საშუალებას აძლევთ, დაიცვან ისინი სულ მცირე უკვალოდ გაქრობის საფრთხისგან.

ცნობისთვის, აზოვსტალიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო და სავარაუდოდ, დასრულებულია. უკრაინა გეგმავს მებრძოლების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლას.