შაბათი, 4 მაისი , 2024, 01:37

მარიუპოლში აზოვის პოლკის ფსიქოლოგი დაიღუპა

ჩერვონოგრადის საკრებულო აცხადებს, რომ მარიუპოლში დაიღუპა აზოვის პოლკის ფსიქოლოგი, ნატალია ლუგოვსკა.

“ნათელი ხსოვნა და მარადიული დიდება…”,– წერია საკრებულოს განცხადებაში.

ცნობისთვის, აზოვსტალზე ოკუპანტების შტურმი არ წყდება. ისინი ქარხანას ყველა ტიპის იარაღით მომბავენ. აზოვის პოლკის ცნობით, სიტუაცია მძიმეა, თუმცა ჯერჯერობით თავს იცავენ.