აზოვსტალში ნაღმზე 4 გამნაღმველი აფეთქდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

რუსეთი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა აფეთქდა, რის შედეგადაც ოთხი გამნაღმველი დაშავდა.

“2022 წლის 23 მაისს, კრიზისების მართვის ცენტრმა მიიღო შეტყობინება, რომ აზოვსტალის ქარხნის ღია ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მასალის არსებობის გამოკვლევისას მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც დაშავდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პიროტექნიკური სამუშაოების რაზმის 4 თანამშრომელი“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ორი გამნაღმველი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი ამბულატორიულ მკურნალობას გადის, მეოთხეს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.