აზოვსტალში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ალყაშემორტყმულ მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხანაში ქართველი მებრძოლი, 27 წლის  ტატო ბიგვავა დაიღუპა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.

როგორც ცნობილია,  ტატო ბიგვავა აზოვსტალში, ბიგვავა დაღუპვამდე ჯერ თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა. ტერიტორიის პატრულირებისას, აფეთქება მოხდა რის შედეგადაც ტატო ბიგვავა დაიღუპა.

ტატო ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა და დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.