უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს ჰუმანიტარულ დერეფანს მარიუპოლში, აზოვსტალთან.
“აზოვსტალში ახლა, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია. დღეს ყველა უნდა გაიყვანონ აზოვსტალიდან!
მე მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, თავიანთი ძალისხმევა აზოვსტალისკენ მიმართონ. ახლა ეს საკვანძო წერტილი და საკვანძო მომენტია ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის!” – წერს ირინა ვერეშჩუკი Facebook-ზე.
ცნობისთვის, დღეს პუტინმა გასცა ბრძანება, რომ აზოვსტალის ქარხანაზე რუსულმა ჯარებმა შტურმი შეწყვიტონ. მისივე თქმით, ქარხნიდან “ბუზიც ვერ უნდა გამოფრინდეს”.