”აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას.. მითუმეტეს წინასაარჩევნოდ.. ყველამ დიდი ხანია დაივიწყა” – მარგარიტა სიმონიანი ნავალნიზე

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “მის მოკვლას აზრი არ ჰქონდა, მითუმეტეს, წინასაარჩევნოდ, რადგან ყველამ დიდი ხანია დაივიწყა”.

ველოდებოდი, ვინ იტყოდა პირველი, რომ ეს “პოლიტიკური მკვლელობა” იყო. როგორც ჩანს, Guardian-ი პირველია. მაგრამ ოსკარი მაინც ლატვიაში მიდის – მათ ამას “ბრუტალური მკვლელობა” უწოდეს. არც კი დავიწყებ მათთვის იმის ახსნას, რომ ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, რომ აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას, მითუმეტეს, წინასაარჩევნოდ, რომ ეს სრულიად საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო”. – წერს მარგარიტა სიმონიანი.

ცნობისთვის, დღეს 16 თებერვალს, რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა.

“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  ნავალნის სიკვდილის შესახებ, უკვე აცნობეს პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს. “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი.

ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააკავეს. ნავალნი ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.