“აზრი აღარ აქვს“–ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრაზე უარი თქვა

აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარი თქვა. როიტერის ცნობით მან ამის შესახებ მოსკოვს შეატყობინა.

ბლინკენმა განაცხადა, რომ გააუქმა შეხვედრა, რადგან თვლის, რომ “მას ახლა აზრი აღარ აქვს.“ ლავროვის და ბლინკენის შეხვედრა ხუთშაბათს, 24 თებერვალს უნდა შემდგარიყო.

ორშაბათს პუტინმა თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა. გარდა ამისა, ზედა პალატამ პუტინს უფლება მისცა ჯარები შეიყვანოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ორშაბათამდე ელისეს სასახლე აცხადებდა, რომ პუტინი და აშშ–ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრინციპულად თანახმა იყვნენ ორმხრივი სამიტის ჩატარებაზე. ამ შეხვედრის დღის წესრიგი ლავროვს და ბლინკენს ხუთშაბათის შეხვედრაზე უნდა შეეთანხმებინათ.