“აზრს მოკლებულია რომ ხანგოშვილის მკვლელბა რუსეთიდანაა შეკვეთილი” – რუსეთი გერმანიის მთავრობას ულტიმატუმს უყენებს

რუსეთი გერმანიის მთავრობას ულტიმატუმს უყენებს  და ხანგოშვილის საქმეზე ქმედითი ნაბიჯების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წერს. 

“უსაფოძვლო და აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ხანგოშვილის მკვლელბა რუსეთიდანაა შეკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ ბერლინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალ ნაბიჯებს გადადგამს, მოსკოვს ამაზე რეაგირება ექნება,” – აცხდებს სერგეი ნეჩაევი.

ცნობისთვის, გუშინ  გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა.გერმანიის ფედერალური პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“.

მათივე თქმით, ვადიმ კ-ს., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი მსხვერპლს ზურგიდან მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს და იმ დროიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა. გამოძიებასთან „არასათანადო თანამშრომლობის გამო“, გერმანიამ დეკემბერში ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.