ათასობით ადამიანი ქუჩაში. არგენტინა მარადონას გლოვობს

არგენტინა მარადონას გლოვობს, რომელიც 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარადონა ფიფას მიერ 20–ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არის აღიარებული, არგენტინელების თვალში კი ის ეროვნული გმირია. წუხელ მისი ათასობით თანამოქალაქე ქუჩებში გამოვიდა მისი ხსოვნის პატივსაცემად.

არგენტინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებელ ცერემონაილში დაახლოებით მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიალი საპრეზიდენტო სასახლეში, კასა როსადაში გაიმართება, სადაც როგორც წესი მხოლოდ არგენტინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს ემშვიდობებიან. არ არის გამორიცხული გამომშვიდობება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

3 ნოემბერს მარადონამ სუბდურალური ჰემატომის გამო ოპერაცია გადაიტანა. 12 ნოემბერს ის საავადმყოფოდან გამოწერეს, 26 ნოემბერს კი გულის უცაბედი გაჩერებით გარდაიცვალა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემებით სიკვიდილის უშუალო მიზეზი გახდა “გულის მწვავე უკმარისობა დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე პაციენტში, რამაც ფილტვების მწვავე შეშუპება გამოიწვია.“

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის წავიდოდა. გული მკვდარი მაქვს. ყოველდღე გამოვდივართ ქუჩაში მასთან გამოსამშვიდოებებლად. სიტყვები არ მყოფნის“ –ასეთ კომენტარებს აკეთებენ ფეხბურთის ლეგენდას გარდაცვალებაზე მარადონას არგენტინელი ფანები.