ათენში დააკავეს 36 წლის მღვდელი, რომელმაც პეტრაკის მონასტერში ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა. ეს ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომების გატარების შესახებ მსჯელობდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, სახის დამწვრობის გამო სამი მღვდელი კლინიკაში მკურნალობს. დამწვარია ასევე პოლიციელი, რომელიც ადგილზე მღვდლების დასახმარებლად მივიდა.
მღვდელს ბრალად ედება ნარკოტიკებით ვაჭრობა, რის გამოც ეპისოკოსები მისთვის სასულიერო ხარისხის ჩამორთმევას განიხილავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას 1.8 გრამი კოკაინი ჰქონდა.
მთავრობამ განაცხადა, რომ დაშავებულ ეპისკოპოსებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.