ათონელზე აქციის დაანონსების შემდეგ, პრეზიდენტი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება

ათონელზე აქციის დაანონსების შემდეგ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ამ წუთებში  საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

დღეს, 25 აპრილს, აქციის მონაწილე მშობლებმა დააანონსეს, რომ მათი პროტესტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებდა. მშობლების თქმით, ისინი 19:00 საათისთვის მთავრობის კანცელარიიდან ათონელის ქუჩისკენ მსვლელობას გამართავდნენ.

შეგახსენებთ რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტი პროტესტო მერვე დღეა რაც გრძელდება.