“ჩვენ მაინცდამაინც არ გვიხარია, რომ მძიმეწონიანი კონკურენტები არ გვყავს. ჩვენს კანდიდატებს ვერ გაუწევენ კონკურენციას”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით ქართული ოცნების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არიან ახალი სახეებიც, რაც მათი გუნდის სინთეზურობაზს უსვამს ხაზს. მდინარაძის განცხადებით, კონკურენტ გუნდებს ჰყავთ ცნობილი სახეები, მაგრამ ცნობადობა რეიტინგს არ ნიშნავს.
“ცნობადობა რეიტინგს არ ნიშნავს, მოგეხსენებათ. ცნობადობა კარგია, მაგრამ თუ ეს ცნობადობა შემოსილია ნეგატივით, არცისე კარგია. ისინი კონკურენციას ვერც ცალკეულ კანდიდატებს, ვერც მთელ გუნდს ვერ გაუწევენ. სხვათა შორის ეს ჩვენი დემოკრატიისთვის არცისე კარგია”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.