გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან და ქართულ რეალობასთან დაკავშირებით, რომელშიც ე.წ. სააღდგომო კლასტერი არ შედგა. ის ქართველი მედიკოსების შეცდომებზეც საუბრობს და აკრიტიკებს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და მედიას:
“ნდობა არის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი, ყველა სფეროში.
როცა წინასააღდგომოდ, 18 აპრილს საქართველოს უმეტესი მედიასივრცით გავიდა მასალა, შემზარავი და ადამიანების დასაპანიკებელი ფილმი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინტენსიურიდან, როცა მთელი დღე ზაფრავდნენ ხალხს, აი მაშინ საქართველოს ჰყავდა სულ 30 მოსავლელი და 12 ინტენსიური პაციენტი. მხოლოდ 4 იყო გარდაცვლილი.
არამარტო მედია და ექსპერტები, სახელმწიფო უმაღლესი სტრუქტურებიც კი კუბოებს უქადაგებდნენ განსაკუთრებით ეკლესიაში და სასაფლაოზე მისვლის მსურველთ.
უნდა ვაღიარო, მართლა მიძნელდება. ეს არაა წითელი სამღვდელოების სიწითლის და პრორუსულობის გამართლება, როცა ვაღიარებ, რომ საქართველოს საეკლესიო სამსახურმა, ეკლესიის აპარატმა გამოცდა პირნათლად ჩააბარა. მეტრნახევარი კიარა ხუთი მეტრი იყო დისტანცია, პირბადე ყველას, მღვდელსაც ეკეთა. ეს დიდი ნაბიჯია ამ პატრიარქაული სტრუქტურისათვის. ეს ადამიანებისათვის, მორწმუნეთათვის სიმართლის აღიარებაა, რომ უფლის ნებაა ზიარებაც და პირბადეც და დისტანციაც და მედიცინაც.
სამწუხარო კი ის გახდა, რომ თითქოსდა განათლებულმა და გონებაგახსნილმა, თითქოსდა ლიბერალმა თანამდროვე და პროგრესულმა ადამიანებმა მორალური და ნდობის კრახი განიცადეს.
მედიები და ხელისუფლება, რომელიც ,,მარგინალ გონებაბნელებზე,, და ,,ზიარების კლასტერებზე,, საუბრობდა, არც მაშინ და არც ახლა ერთი სიტყვითაც არ ახსენებს თითქმის 4 მილიონიანი ქვეყნის ,,სასახელო და გმირი,, მედიცინის საშინელ შეცდომებს მძიმე ავადმყოფის მოვლის ჰიგიენაში.
დღემდე არ ვიცით, თუ რამდენი ინტუბირებული ადამიანი, რამდენი მძიმე ავადმყოფი დაიღუპა იმ 9 ინტენსიური პაციენტიდან, რომელიც ჩვენ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაღებულ ვიდეომასალაში გვიჩვენეს.
გვიჩვენეს კადრები, გადაღებული ყველა ადამიანური, პირადული თუ სამედიცინო ინფორმაციის საიდუმლოების დარღვევით, გვაჩვენეს უბრალოდ დასაშინებლად და დასაპანიკებლად. ამ ფაქტზე კი ნული ანუ, არავითარი რეაქცია არ ჰქონდა არც ოპოზიციას და მის მედიებს, არც არასამთავრობო სექტორს.
და ახლაც დუმილია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ის 9 მართვითი სუნთქვის პაციენტი. 18 აპრილის მერე ხომ 8 ადამიანი დაიღუპა. რამდენი იწვა იმ კლინიკაში, რომლის კადრების ხილვამაც მართლა შემაშინა? ოღონდ სულ სხვა მიზეზის გამო შემაშინა.
აინტერესებს ეს ყველაფერი ქართულ მედიას, ხელისუფლებას, ოპოზიციას ან საზოგადო მოღვაწეებს?
ნოსტრადამისეული საშინელი სცენარები ყოველთვის მართლდება, ოღონდაც მთავარია დაელოდო, როდესმე მოხდება რაღაც საშინელება. და მერე, დარწმუნებული ვარ, გინდაც 2 ან გინდაც 20 წლის მერე, გამოხტება ვინმე მავანი და გეტყვის, რომ, ,,ხომ გეუბნებოდითო,, ,,თქვენთვის გვინდოდაო,,.
ბევრი საშინელება ხდება ოჯახში თუ მსოფლიოში ,,შენთვის ასე ჯობიას,,, მომიზეზებით – დაწყებული ბავშვის შემოლაწუნებიდან, კომენდატის საათით დამთავრებული.
რათქმაუნდა, ამ პოსტის დაწერა 19 აპრილსაც შემეძლო და მეთქვა, რომ დისტანციის და ჰიგიენის დაცვით ყველაფერი შეიძლება.
ვთქვი კიდეც მაშინ, მაგრამ, მეტი უნდა მეთქვა.
უნდა მეთქვა ადამიანებისთვის, რომ ღვინო ალკოჰოლია და ალკოჰოლში ვირუსი 60 წამში იღუპება, ტკბილი ყურძნის წვენი ყველა უჯრედის თუ მიკრობის გამომშრობია და ის, რომ ვერცხლის ანტიინფექციურ თვისებაზე უკვე ათასწლეულებია ცნობილი. მაგრამ, სხვანაირად გაიგებდნენ. ხალხს სასაკლაოზე მიერეკებაო, იტყოდნენ და ამან შემაშინა.
ასეთი რამ თუ თქვი, ასეთი რამ თუ კითხვის ქვეშ დააყენე, არ ხარ გონებაზე, შეთქმულების თეორიების მომხრე ხარ და საერთოდ უარყოფ რომ ადამიანები ათიათასობით შეეწირა ამ ინფექციას. აი აქეთ მიგერეკება კოლექტიური ჯოგური აზროვნება. მარგილანიზება, კრიმინალიზება, გარიყვა – აი ესაა კოლექტივის სასიკვდილო იარაღი.
არადა, შუა გზაზე, ოქროს შუა გზაზე გავლაა ცხოვრებაში, მომავალ, კორონას ინფექციის შემდგომ ცხოვრებაში აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის გამო რომ ადამიანები, ბიოლოგიური არსებები ვართ, არ ექნება დასასრული ახალ ,,ნოსტრადამუსისეულ,, პანიკებს. ხვალ რაღაც ახალი გამოჩნდება და მერე კიდევ სხვა.
მხოლოდ გადარჩენაზე და ფიზიკურ არსობაზე ფიქრით თანდათან, ან იქნებ ერთბაშადაც კი დავკარგავთ ნებისმიერ ფასეულობას, დავკარგავთ ადამიანურ სიახლოვეს და სიყვარულს, გავხდებით საკუთარი ფიზიკური გადარჩენის ეგოისტები და მუშტიკრივით მოგვიწევს ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთისაგან დაცვა, როგორც ეს შუასაუკუნეებში იყო.
რაც მთავარია, დავკარგავთ პიროვნულ დამოუკიდებლობას და თავისუფალებას, თავისუფალი ქმედების უნარს.
ყველაზე იდეალური მონა ისაა, ვინც საკუთარ თავს საკუთარი ნებით იმონებს და მონათმფლობელს ამისთვის მადლობას ეუბნება, გმირადაც კი აცხადებს.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ამ ვითომმართლმადიდებელი რუსული ცარიზმის მონების მტერი და მამხილებელი ვიქნები, გაქსუებულ ჩაკუპატებული და ამორალური ვითომდა უფლის მსახურების მამხილებელი დავრჩები, მინდა დღეს უდიდესი რესპექტი და პატივი გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იდგენენ საკმეველით ხელში და პირბადით, სანთლით ხელში და პირბადით, დისტანციის დაცვით. ამ ადამიანებმა ყველას, მათ შორის მეც დამანახეს რომ ცხოვრება ეპიდემიის დროსაც აუცილებელია.
აი ამიტომ არ შედგა ,,ზიარების,, ან ,,აღდგომის,, კლასტერი.“– წერს იაგო ფრანგიშვილი.