აკრძალვის დაანონსების შემდეგ, გირჩი – მეტი თავისუფლება ონლაინ კაზინოს ქმნის

მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ონლაინ კაზინოების რეგულირება, შემდეგ კი მისი აკრძალვა დააანონსა, პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” ონლაინ კაზინოს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ავრცელებს.

“ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად. ესაა სლოტი, BOOK OF FREEDOM, დემო ვერსია. ქართული ოცნება, თვალყური გვადევნეთ”,– წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.

ცნობითვის, მთავრობა აპირებს, ონლაინკაზინოებს გადასახადები გაუზარდოს, მისი მომხმარებლების ასაკი კი 25 წლამდე აწიოს. ღარიბაშვილის განცხადებით, მეორე ეტაპზე ონლაინ კაზინოები აიკრძალება.