აკრძალვის მიუხედავად, 27 დეკემბერს, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

შსს-ს აკრძალვის მიუხედავად, 27 დეკემბერს, 19:00 საათზე, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.

„როგორც იცით, უკვე ბოლო 1 თვეა შაბათობით იმართება მანიფესტაცია ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, რომლის ძირითადი მიზანიც არის სწორედ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ქიმიური მოწამვლის საქმეზე. 27 დეკემბერს, შაბათს, 19:00 საათზეც გაიმართება ანალოგიური ტიპის მანიფესტაცია ფილარმონიიდან და ყველას გელით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა პროტესტის ამ ფორმით ისევ გაგრძელდეს“, -ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის” გამგეობისთავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანმა

ცნობისთვის, შსს-მ 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში. ამასთან, არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.