ალა პუგაჩოვას ავტოგრაფიც კი მაქვს არქივში – ირმა სოხაძე

“ალა პუგაჩოვას ავტოგრაფიც კი მაქვს არქივში.”- ასე უპასუხა,  საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატმა, ირმა სოხაძემ სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრებისას არქივის შესახებ დასმული კითხვას. როგორც ირმა სოხაძე აცხადებს ეს მისთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა რადგან, მაუწყებლის არქივში მისი ბევრი გადაცემა ინახება.

“საზოგადოევრივი მაუწყებლის არქივის ძალიან დიდი ნაწილი ჩემი შექმნილია. აი, ოქტაგონები, ბენეფისები, ავტოგრაფი, ეს ჩემი საავტორო გადაცემა იყო. დღეს იმედს აქვს და ღმერთმა შეარგოს, ძალიან კარგია. მე მქონდა ავტოგრაფი, შეგიძლიათ ნახოთ, აქ არქივშია დაცული. ძალიან ბევრი გადაცემა, ვის არ გავუკეთე, რავიცი, ალა პუგაჩოვას ავტოგრაფიც კი მაქვს არქივში. სტუმრების ანუ, არაქართველების”,- განაცხადა ირმა სოხაძემ.