მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა, რუს მღვდელს, ანდრე ტკაჩევს ინსტაგრამით პასუხობს. ტკაჩევმა სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ პუგაჩოვა რუსეთიდან წავიდა: “ნახეთ როგორ გაიწმინდა ჰაერი“ – თქვა მან ქადაგებისას.
“ნაადრევად გიხარია, ანდრიუშა. არდადეგები, შვებულება და მკურნალობა ემიგრაციად არ ითვლება. დავბრუნდები – გავარკვევთ. შენს ეკლესიაში შევალ და ვილოცებ შენთვის, ღვთისმგმობელო. “– ამბობს პუგაჩოვა ვიდეოზე, რომელიც ინსტაგრამდე დადო.
View this post on Instagram