ალბათ არ არსებობს ცვლილებების ჩაგდების რისკი, ივანიშვილისთვის რთული იქნება – გოცირიძე

ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, რომან გოცირიძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ თვის ბოლომდე, ვიდრე საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, ხელისუფლება შეასრულებს ვალდებულებას და გიორგი რურუას გაათავისუფლებს.

მისი თქმით, ალბათ არ არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების რისკი, ამისთვის ივანიშვილს საკუთარი 20-25 დეპუტატის წინააღმდეგ წასვლა სჭირდება, რაც რთული იქნება.

“ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური ფრაქციის და დამოუკიდებელი დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დღეისათვის, არ არსებობს ალბათ, რისკი ამ გადაწყვეტილების ჩაგდებისა. ეს იქნებოდა წარმოუდგენლად დიდი ავანტიურა ბიძინა ივანიშგილისგან, თუკი ის გაბედავს და ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამისათვის მას დასჭირდება დაახლოებით 20-25 საკუთარი დეპუტატისთვის დავალების მიცემა, რათა ისინი წავიდნენ წინააღმდეგ, რაც ძალიან რთული იქნება ” , – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, აკონსტიტუციო ცვლილებებს “ევროპული საქართველო” დღეს, პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერს, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.