ქართული ოცნების დეპუტატი ეხმიანება სააკაშვილის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩთან დაკავშირებულ განცხადებას და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი “ფსკერს გასცდა”.
“მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა დიპლომატების, სტრატეგიული პარტნიორებისა და ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოქალაქეც თავად არის, იმას აჩვენებს, რომ ალბათ, დეგრადაციის გზაზე კიდევ რაღაც ფსკერია და ეს ადამიანი იმ ფსკერს გასცდა. ამ ყველაფერზე უკრაინის ხელისუფლებას სავარაუდოდ, ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს და ამას დაველოდებით”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოში უკრაინის ელჩის „ღრმად კორუმპირებული“ და „სამარცხვინო” უწოდა.