ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ დიდი ალბათობით, მოუწევთ რეგულარული ფრენების შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გადაწიონ. მისივე თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.
“რეგულარული ფრენების აღდგენა, პირველ რიგში, არის დამოკიდებული მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და თუ ვისთანა გვაქვს ეს რეგულარული ფრენები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გადავავადებთ და ალბათ გადავავადებთ ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას სრული მასშტაბით, იქნება ჩარტერული ფრენები. ეს არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ახლა რომ სრული მასშტაბით გაგავეხსნა ფრენები”, — განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საზღვრების გახსნის შესახებ არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან ამ დრომდე მხოლოდ წევრ ქვეყნებთან აქვს გადაწყვეტილი საზღვრების გახსნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა, საერთაშორისო ტურიზმი კი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო.