“დიდი ალბათობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში პარასკევს ან შაბათს გაემგზავრება” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
“როგორც გუშინ გაკეთდა განცხადება საპარლამენტო დელეგაციას, ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას, უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ, ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. დღეს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება, არც შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ,”- განაცხადა სერგეენკომ.