“ალბათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში. მე ვერაფერს გეტყვით, ამ შემთხვევაში, ჩემი კომპეტენცია არ არის, ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხზე, იმიტომ, რომ მე ვიცი რომ ამას პროკურატურა ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში. დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”,
აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული კაბუს გირაოთი გათავისუფლებაზე საუბრისას.