“რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი ერთი თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი ცირკულაციას დაიწყებს. მანამდე, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება, ჯერ არ გამოჩენილა. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა და ყველა გამოკვლეულია. ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა, ომიკრონი ქვეყანაში გამოჩნდება”

ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის ახალ შტამზე.