რა თქმა უნდა, ველოდით გულშემატკივრების დახვედრას იმიტომ, რომ ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო საქართველოშიც და აქაც ველოდით, რომ დაგვხვდებოდნენ.
ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის ის ზეიმი, რაც გველოდება.
რონალდუსთან თამაში ოცნება იყო და ძალიან ბევრჯერ ვახსენე, რომ ოცნება ამიხდა – მადლობელი ვარ და დიდი გამოცდილება იყო მასთან თამაში.
განაცხადა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ TV პირველთან საუბრისას.