ალეკო ელისაშვილი ბავშვებს ისტორიის ონლაინგაკვეთილს ჩაუტარებს

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბავშვებს ისტორიის ონლაინ გაკვეთილს ჩაუტარებს.

სამოქალაქო მოძრაობის ცნობით, ალეკო ელისაშვილს მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებაც აქვს და ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს ისტორიას, რამდენიმე თვის განმავლობაში ასწავლიდა.

“რადგან ყველა სახლშია ჩაკეტილი, მათ შორის ბავშვებიც და ყველა ინტერნეტში ადევნებს თვალყურს ყველაფერს, ამიტომ გადავწყვიტე სკოლის მასწავლებლებს შევეხიდო და ბავშვებს ისტორიის მოკლე გაკვეთილები ჩავუტარო. გარკვეული პრაქტიკა მაქვს პედაგოგიური, ამიტომაც ამ ჟამიანობისა და სახლში ჯდომის დროს, ბარემ მცირე სასარგებლო საქმითაც დავკავდები. ჩემი აზრით, ქვეყნის სიყვარული და კარგი მოქალაქეობა, ისტორიის ცოდნიდან და გააზრებიდან იწყება. ასე რომ, ცოდნის გაღრმავებისა და თავშესაქცევად, კვირაში ერთ გაკვეთილს შევთავაზებ ხოლმე მშობლებს და ბავშვებს”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის ისტორიის ვიდეოგაკვეთილების ნახვა მის ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი.