ალეკო ელისაშვილი იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ელისაშვილს კვლევები უტარდება, სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები.

როგორც ცნობილია, ალეკო ელისაშვილი არის ნაცემი და აღენიშნება დაზიანებები.