რუსი ოპოზიციონერის, კრემლის მწვავე კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა. იუწყება რუსული მედია.
მედიის ინფორმაციით, ნავალნაია მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ფრანკფურტს გაემგზავრა. ამ დროისთვის უცნობია რა მიზნით გაემგზავრა ის გერმანიაში.
მანამდე იულია ნავალნაია მოსკოვის პოლიციამ ალექსეი ნავალნის მხარდადამჭერ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობისთვის ორჯერ დააკავა.
იულია ნავალნაია მეუღლესთან ერთად 17 იანვარს დაბრუნდა მოსკოვში, რა დროსაც შერემეტევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ალექსეი ნავალნი დააკავეს.ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი “ნოვიჩოკით”. ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.