ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა

ბერლინში მდებარე კლინიკა, შარიტეს ექიმებმა ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

“პაციენტი გამოყვანილია სამედიცინო კომიდან და მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ჯერ კიდევ ნაადრევია მძიმე მოწამვლის გრძელვადიან შედეგებზე საუბარია”, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ, ნოვიჩოკით მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალი დიდ ბრიტანეთში.