პატიმრობაში, მყოფი, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს ნავალნის ადვოკატიც, ვადიმ კობზევიც, მიზეზად კი თიაქარს ასახელებს. მისი განცხადებით, ნავალნის ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოაჩნდა.
ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რამდენიმე დღის წინ უკეთესი ჯანდაცვის პირობების მოთხოვნით, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა.
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, სათანადო მკურნალობა გაეწიოს ოპოზიციის ლიდერს და მოხდეს მისი დროული განთავისუფლება, როგორც ამას ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია მოითხოვს.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის, 2 წელიწად-ნახევარი აქვს მისჯილი.