პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი პარტია დროას შეუერთდა. პეტრიაშვილი რამდენიმე წელია პარტიულ პოლიტიკაში არ ყოფილა.
“მე ჩემი საქმიანობის 100%-ს ყოველთვის ვახმარდი ქართულ საქმეს, ქართულ ინტერესებს და დღეს ვფიქრობ, რომ დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე. საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით და საქართველომ შეძლოს უსწრაფესად იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მოამზადებს ჩვენ ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე. […] ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია დროას გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს და დროასთან და გირჩი მეტი თავისუფლებასთან ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, იმედი მაქვს ეს იქნება გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის ამ ბრძოლაში ჩაერთოს და ვიბრძოლოთ ბოლომდე ერთად, იმედი მაქვს ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად შევძლებთ ერთიანი ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში”, – თქვა პეტრიაშვილმა.