ორშაბათი, 20 მაისი , 2024, 15:46

ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა – წულუკიანი ზურაბიშვილზე

საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, მე ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს ის რეგიონია, ჩვენ გვინდა ყველას, რომ შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები არის გაზრდილი ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმისთვის ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს და ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი თავს იკავებს მიულოცოს ჩვენს მეზობელ, პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს ახალ არჩევნებში მეთაურს გამარჯვება.

ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან, ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, არამედ პირიქით, რომ მეტი რისკი იყოს ქვეყანაში და ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც მინიმუმ, დასანანია.

ასევე, ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება, იმიტომ რომ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს, ოფიციალურად არჩევნების შედეგების დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ

ამბობს თეა წულუკიანი სამთავრობო მედიის შეკითხვაზე, რატომ არ ულოცავს სალომე  ზურაბიშვილი ამ დრომდე, ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას.